ერთი მეორეზე უფრო სწრაფად ჩნდება ბლოგოსფეროში პოსტები ავატართან დაკავშირებით. არც ფეისბუქი ჩამორჩება. თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამაო და აგერ მეც ვწერ.
დავიწყებ ყველაზე მთავარით! მე ავატარი ჯერ ვერ მინახავს! დღეს საათნახევრიან უსაქციელო რიგში ვიდექი, რომ 5 თებერვლის, პარასკევის ბილეთები ამეღო.
ეგეთ რიგში მხოლოდ ორ ადგილას ვმდგავარ, იურულ პერიოდში ტალონებზე გაცემული პურის რიგში (ისე, ის რიგი შედარებით კიდევ ცივილური იყო) და ბარამის რიგში.
ჩემს წინ
გაჭედილი ცოლ-ქმარი, რომელიც შემებრ საათზე მეტ ხანს იდგნენ რიგში, თუმცა, როცა ყიდვამ მოუწიათ აღმოჩნდა, რომ ეგრეც ვერ მოეფიქრებინათ, რომელ დღეს და რომელ საათზე სურდათ ბილეთები.
ჩემს უკან
ქალი: ამ კაცმა ოჯახის შექმნაზეც ამდენი ხანი იფიქრა ნეტა? (ბრბომ ეგრევე აღფრთოვანებით აიტაცა გონებამახვილი ქალის ფრაზა)
საინტერესო თინეიჯერული “შაიკა”:
- ბიჭო, დღეს მგონი არ არის პრასვეტი და დავაი სკოლას დავადოთ ხვალ, შეჩემა.
- არა ტოოოო! ხო არ გაგიჟდი, ვერიკო უნდა ვნახო!
- ეეე ვერიკოოო, ვერიკოოო…. ბიჭო, ვაფშე გესალმება??
- კი ტო, იმ დღეს გამიცინა. აუ იმ დღეს იმ ტიპს (სავარაუდოდ ვერიკოს ამბავია) იმენა ქურდული ბაზარი შევუსრულე, ჩემი დედა..
- ნუ გაატრაკე…
- ხო…
и тому подобное…
ამ დროს ჩემი ნანატრი რიგიც მოვიდა, სასწრაფოდ ავიღე ბილეთები და წამოვედი… თან ვფიქრობდი, როდის ვეღირსებით ნამდვილი ევროპული რიგის კულტურას, აი, იმ ლამაზი ევროპული რიგის კულტურას ლამაზად ჩაწიკწიკებული ერთზოლიანი მწკრივი რომ არის და ყველამ იცის, ვინ ვის წინ დგას და “გაიწიე გამატარე შენი კუბო დავდგი” არ ხდება.
ეს კი, ძველი, ყველასათვის ნაცნობი ფლეშ ვიდეო განწყობისათვის… იტალიის მაგივრად, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ – საქართველოს.
ჰეჰეჰ, მეც ეგეთ სიტუაციაში ავიღე ბილეთები.. და მეც ბლოგში დავდე პოსტი ამის შესახებ
გისურვებ სასიამოვნო საღამოს პარასკევს.. იმედია მოგეწონება :2კისს:
ვაიმე,მე კიდე ოთხშაბათს მინდოდა წასვლა და იდეაში დღეს უნდა დამეჯავშნა ბილეთები :დ
მგონი იქეთ კვირამდე მომიწევს ისევ ლოდინი :/
ოო როდის მობეზრდება ხალხს, რომ ვნახო მშვიდად :დ
me ver vegirsebi magis naxvas kai xani
araferic ar dagakldebat sul tu ar naxavt
mainc carmatebebs gisurvebt biletebis agebisas
ნუ უბნევ ადამიანებს ტვინს. შენს მიტოვებულ ბლოგს მიხედე. ტირის.
წადი, ბლოგერო ავატარზე, წადი. ნუ უჯერებ მაგას.
=))))
me kide dgevandeli bileti chemi “gadavagde”, ver wavedi realurad da gauqmad biletic
))
magram mainc waval, albat
ლოლ
ასეთ ენამახვილურ რამეებს როგორ უცებ აიტაცებს ხოლმე რიგში მდგომი გადაღლილი ხალხი
ესე იგი, მხოლოდ ამ რიგის გამო მაინც ღირს ფილმზე წასვლა
მე რიგში დგომის დროს ერთი ბილეთი მაჩუქეს
) ვინც უნდა მოსულიყო არ მოვიდაო. ვერ გამვოართვი, მარტო არ ვიყავი. არადა ხუთ წუთში სეანსი იწყებოდა.
)
წლის გამართლება: ავატარის ბილეთის რიგშჳ დმგომს იმავე დღის ბილეთს რომ გჩუქნიან
rogor miyvars biletebis chuqeba :X
ra kargi gamaxsene :dreamer:
chven festivalis dros vchuqnidit xalxs biletebs im filmebze, romlebic ar gvindoda da isini cdilobdnen fuli moecat, rom ar vartmevdit ukvirdat
mogewona?
აი კიდევ ერთი პოსტი ვიპოვე ავატარზე.
)
ამწუთად დავწერე მეც.
http://ekaterinaoniani.blogspot.com/2010/02/avatar.html
თქვენთან როგორც ვხედავ ნახვისშემდგომი პოსტი არ არის. ძალიან მაინტერესებს საბოლოო შთაბეჭდილება
კარგია, რომ დაწერე.
დაგამატე
http://bit.ly/cWv54Y
აი, ბავშვებო, ასე ჭკვიანად და დამჯერედ მოიქცა ნანუკა.
ნეტა, ფილმი როგორ მოეწონა?