Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for აგვისტო, 2008

დღეს ისევ დავმარცხდი. საკუთარ თავთან დავმარცხდი. საიდან მეტევა ამდენი სევდა და ტკივილი, ან როგორ ვსუნთქავ… დღეს ანიამ მ თ ხ ო ვ ა, რომ გამეღიმა… არადა მეგონა, მართლა მეგონა, რომ ვიღიმოდი..

ძალიან არ მიყვარს ისეთი დღეები და ღამეები, როდესაც ეს უაზრო თავდაცვის მექანიზმი ამოქმედდება ხოლმე ჩემში და მიჩენს საშინელ სურვილს, რომ ყველაფერს და ყველას განვერიდო, რომ ავიცილო ტკივილი, იმედგაცრუება.. არადა თითქოს ვიწამე თავიდან, დავიჯერე თავიდან, მაგრამ დღეს ვიყურებოდი სარკეში, ნაძალადევი ღიმილით ვიმზირებოდი ანიას ობიექტივში და საკუთარი თავისაც არ მწამდა.  შევამჩნიე, რომ შეცვლილი ვარ. თავს ვიტყუებ ალბათ, როცა მგონია, რომ ისევ ვენდობი, ისევ მწამს, ისევ სუფთა ვარ… უბრალოდ, სამუდამოდ მაინც ვერ გავეშვები ჩემს ბავშვს, ჩემს სიკეთეს, რომელიც ერთფურცლიან ყვავილს ჰგავს ჩემში. ნეტავ ეგ ერთი ფარატინა ფრთაც გასძვრება ჩემს მცენარეს.. თუ კვლავ იყვავილებს?

Read Full Post »