Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for ნოემბერი, 2008

მინდა …

მინდა, რომ ჩემი დილა იწყებოდეს ერთი ნაჭერი გახუხული პურით და ფორთოხლის ფრეშით. იწყება სამი ღერი სიგარეტით და შავი ყავით.

მინდა, რომ სამსახურში ხალისით და ენერგიით სავსე მივდიოდე. ისე მივდივარ, გეგონება კისერზე კუბო მქონდეს გამობმული…

მინდა, რომ ჯანმრთელად ვიკვებებოდე. ვგიჟდები მაკ დონალდსზე!

მინდა, რომ ვივარჯიშო. ტრაკი ან სამსაურში მიდევს კომპიუტერთან, ან სახლში. ოდინ ხრენ!

მინდა, რომ იოგას დავეუფლო. ინ მაი დრიმს

მინდა, რომ ვიყო ელასტიური. ოდნავ განზე რომ გავდგა ნაბიჯი, ვიწრო კაბასავით ჩავიხევი მგონია…

მინდა, რომ ვიყო 47 კილო! 54 ვარ :უსერ:

მინდა, რომ საერთოდ დამავიწყდეს, რა არის სიგარეტი. დღეში პაჩკა ნახევარს ვეწევი.. რაც მეტს ვფიქრობ დანებებაზე, მით ვუმატებ ნერვული ნაფაზების რაოდენობას და სიღრმეს..

მინდა, რომ ერთ საათიანი სირბილის მერეც ფილტვი არ გამეგლიჯოს! ბოლოს სოფელში ვირბინე ორდროშობანას რომ ვთამაშობდი, მას მერე ვეღარ ვრისკავ აგერ უკვე 10 წლია მგონი…

ჯანსაღი ცხოვრების წესით მინდა ვიცხოვრო….

პ.ს. ამ პოსტს დღეში სამჯერ დავხედავ ჭამის წინ და ჭამის მერე! დროთა განმავლობაში ჩასწორებებსაც გავუკეთებ, რომ ვნახო, რამდენად შემიძლია, ასეთი ადვილად შესრულებადი სურვილების ოცნების განყოფილებიდან რელობის განყობილებაში გადატანას 🙂

Read Full Post »

სახლები Inc

მთელი ერთი კვირაა, ფოსტის ცხენივით, წრეებს ვარყავ მცხეთას და მის მიმდებარე ტერიტორიას. გააფთრებული ვეძებ ნორმალური პირობების მქონე სახლებს მისაღებ ფასად, რათა დავაბინავო დაახლოებით 70 უცხოელი (ევროკავშირის მონიტორინგიის მისიის წევრები). ყველა ჯიშის და წარმომავლობის სახლი მოვიარე. იყო შემთხვევები, როცა კომუნისტების ერაში ჩარჩენილი ბინა (არადა ევრო რემონტიო და რამე მიმიტყუეს სანახავად) ქირავდებოდა, მაგრამ გახეხილი ყველის კონტეინერივით მოჰყვებოდა ესე 55-60 წლის გაუთხოვარი ქალიშვილი. არანაირი ფასის სანაცვლოდ არ ტოვებდა ბინას, გაქირავება კი უნდოდა…. დღემდე ვერ დავასკვენი საბოლოოდ, ბინის გაქირავებას ლამობდა ის ქალბატონი, თუ…? ალბათ უფრო თუ!

ძალიან მომეწონა ერთი სახლი. ფენშუის პრინციპით არის მოწყობილი. უსაყვარლესია. რა წამს ფეხს შედგამ, გამოსვლა აღარ გინდა; ეგრევე თვალწინ გიდგება შენი ყოველდღიური ყოფა იმ სახლის კედლებს შიგნით და სიამოვნებით მიჰყვები ფიქრთა ქარავანს…

საშინლად არ მომწონს ეს ”ფეშენებლური” სახლები, ეგრევე რომ ეტყობა, პატრონმა აღარ იცის სად შეტენოს თავისი მწვანეები! გარედან შეხედავ, ვითომ მაგარი სახლია, შიგნით შეხვალ და სოფლის სახლში გგონია თავი. არა რა, გემოვნებას ვერანაირ ფასად ვერ იყიდი!

მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა სახლებისა არანაირად არ ჯდებოდა ჩემს ერთობ ”დახვეწილ” გემოვნებაში, ფაქტია, რომ ამ კაი ჰაერზე გაპარპაშებული, მინიმუმ 5 საძინებლიანი (ბასეინებზე და ჯაკუზებზე აღარაფერს ვამბობ) სახლების თვალიერების მერე, არც თუ ისე მიხარია ჩემი სამოთახიანი ბინის სიგარეტით გაჭვარტლული ჩემი საუკუნოვანი მწვანე ოთახი. მაგრამ მე მაინც კარგ ხასიათზე ვარ 🙂 მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ევას დროინდელი ბინის მწვანე ოთახს, ჩემს ნავსაყუდელს, არ აქვს თავისი სველი წერტილი, წერტილოვანი მასაჟის მცოდნე, მოლაპარაკე და იავნანის დამამღერებელი ჯაკუზით,  მის ბინადარ, ანუ მე, მაქვს ის, რაც მათ არ აქვთ 🙂 გემოვნება ”დახვეწილი” და ოცნებები….

მეც მექნება სახლი, მაგრამ არა აყლაყუდა. პატარა, მყუდრო და გემოვნებიანი (ისე შეიძლება ფენშუის მეც მივმართო მისი მოწყობის დროს).  ჩემი სახლის მთავარი ხიბლი იქნება მისი ეზო და სიყვარული, რომელიც არემარეს გაათბობს და გაანათებს :LOVE: მანამდე კი ესეც მეყოფა საოცნებოდ ….

chveni-saxli

Read Full Post »

დედაკაცი!

მეზიზღება გადედაკაცებული მამრების ფენომენი. ეს ისეთი მამაკაცია, რომელიც პრემენსტრუალური სინდრომით ან კლიმაქსური პერიოდით გაალქაჯებული ქალივით იქცევა! ეგეთებთან კამათი ხომ აბსოლუტური ნონსენსია! ელაპარაები ალთას და ის გაკაპასებული გპასუხობს ბალთას. შენ ესაუბრები პოლიტიკურ მოსაზრებებზე და ის კიდევ 40 წლის ”ცხოვრების გასაღებ”უნახავი ქალიშვილივით პირადულ რაღაცეებზე წაკბენით გპასუხობს…. HOW PATHETIC!

აქ ახლა, წესით, უნდა მოვყვე დანარჩენიც, რამაც გამაალქაჯა მეც, არა? 🙂 ნურასუკაცრავად! ეგოდენ ვეღარ დავკონკრეტდები :p .. უბრალოდ სადმე უნდა დამეღვარა ეს ჩემი დამოკიდებულება ასეთი კაცების მიმართ.

Read Full Post »