Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for მარტი, 2009

Oh Lord! Won’t you buy me….

ე.ი. რაშია საქმე.  ჯენის ჯოპლინის სიმღერას ძალიან მაგიური ზემოქმედება აქვს… რაც გავიგე საჭის დანიშნულება და პირვლად დავინახე მერსედესის კუპე თბილისის ქუჩებში, მას შემდეგ ვოცნებობდი ამ მანქანაზე. ძილის წინ ვფიქრობდი, წარმოვიდგენდი ჩემს თავს ამ მანქანაში, იმ მომენტში, როცა მანქანას აჩერებ, კარს აღებ და ფეხი უნდა გადმოდგა… აქ ჩემი ოცნებისეული კადრი ნელდებოდა და უკეთ აფიქსირებდა გარუჯულ ფეხზე რაიმე ძალიან ”ტაკოი” მაღალქუსლიან ფეხსაცმელსაც. დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ მაგ მანქანა მეყოლებოდა მსოფლიოს დავიპყრობდი.

ერთი წლის წინ, როცა საბოლოოდ გამაძრო სული კრედიტების გადახდამ და გადავწყვიტე, რომ მეც, დანარჩენი მოკვდავებივით, შემეძლო საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა, ან ტაქსით, გავყიდე ჩემი Golf IV GTI და დავფარე საბანკო კრედიტები… უმანქანობის ცხოვრებისეულ ეტაპზე გამიათმაგდა ოცნებები მერსედესზე. თუ სადმე რამე სტატუსის დაყენება შეიძლებოდა ყველგან დავიყენე Oh Lord, won’t you buy me a mercedes-benz…. მხოლოდ მაგ სიმღერას ვუსმენდი და ჩემს ოცნებებს კიდევ უფრო საინტერესო დეტალებს ვამატებდი, როგორიცაა შენელებული კადრი, როდესაც წითელზე ხმაურიანად ამუხრუჭებ და გვერდით მანქანაში ვინმე ძალიან სიმატიჩნი ტიპს სათვალეების მიღმა თვალებს გადაუციცინებ…

აღარ მახსოვს ზუსტად როდის, მაგრამ ბრეინ სორსში ვიყავი გასაუბრებაზე (www.brain-source.ge ეძებს კადრებს მაღალი პოზიციებისათვის ძირითადად მსხვილი კომპანიებისათვის). საკმაოდ დავუმეგობრდი იქაურ ”მუშაკებს” და ასე, სანამ ეფესის წარმომადგენელთან შევიდოდი გასაუბრებაზე მათთან ჭორაობით ვირთობდი თავს. უცებ ერთი კითხულობს:

– აუ ვინმეს მანქანის ყიდვა ხომ არ გინდათ მაგარ ფასად?

– რა მანქანის? (ინსტინქტურად ვიკითხე, მიუხედავად იმისა, რომ მკაცრად ამოღებული მქონდა გეგმებიდან ბანკთან მევალის ურთიერთობების განახლება)

– მერსედესის კუპე, აი ის, ზევით რომ გამჭვირვალე ჭერი აქვს.

მე თვალები ვჭყიტე, სულ დამავიწყდა ჩემი ფიცი მტკიცი, ჩამოვართვი ყველა საკონტაქტო დეტალი იმ გოგოსი, ვინც ყიდიდა და ერთ კვირაში ჩემი ოცნების მანქნაზე ვიჯექი…

მადლობა ჯენისს…

ჰოდა, ახლა….

Oh, Lord… won’t you buy me TOSHIBA notebook????

Advertisements

Read Full Post »

წინა ჩემი უსტარი სიყვარულის დღესთან დაკავშირებით მთავრდება დაპირებით, რომ შემდეგი ჩემი “განცხადება” დაეთმობოდა კონკრეტულად ჩემს 14 თებერვალს. უკვე 19 მარტია და ჯერ კიდევ არაფერი დამიწერია. დავასკვენი, რომ ამის ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ აშკარად არ მინდოდა მეწერე 14 თებერვალზე :), არადა პირობა მქონდა დადებული.. ჰოდა, სანამ მომდევნო 14 თებერვალი მოსულა, მინდა ეს ჩაკეტილი წრე გავარღვიო და ნაძალადევად ვპოსტავ.

არა, ცუდი მართლა არაფერი ყოფილა 14-ში, პირიქით, უზომოდ კარგი დღე იყო …. ღამეც…. და მაგის შემდგომი დღეც… და ღამეც…  აი, ტრაგიკული, ან როგორც მჩვევია, ტრაგი-კომედიური  “სიყვარულის დღე” რომ მქონოდა, დარწმუნებული ვარ, ერთ მეტრიან წერილობით სატირალს გავაშანშალებდი.. უცნაურია, ჩემს დღიურებშიც დიდი რაოდენობით არის “შავი” ჩანაწერები, აქა იქ მხიარული ჩანაწერები… აი ბედნიერი დღეები კი თითქმის არ მაქვს აღწერილი… ჩემგან კარგი ემო დადგებოდა ალბათ 😀 😀 😀

ოპ.. ჩემი “წუთიერაც” ადუღდა, წავედი, ყავა უნდა დავლიო.

By The Way

როგორ დავიკლო ისე, რომ ვჭამო? თან გემრიელად ვჭამო?

და კიდევ ერთი მაინტერესებს… რატომ ვუხდი სახელმწიფოს გადასახადებს ჩემი ხელფასიდან?????????? სამაგიეროდ რას ვიღებ?

Read Full Post »