ამ ბოლო დროს ძალაინ აქტიური ონლაინ შოპერი გავხდი. საცვალის ყიდვაც კი აღარ მინდა თბილისში. დანარჩენი ონლაინ შოპერები დამეთანხმებიან, რომ სასურველი ამანათის მოლოდინით გამოწვეული სასიამოვნო ადრენალინის გვერდით არსებობს არასასიამოვნო დაბრკოლებებიც, რომელთაც ერთი სახელი აქვთ: წყეული გადამზიდი კომპანია!
ყველა გადამზიდ კომპანიას ჰყავს თავისი მუდმივი კლიენტურა, რომელსაც მოსწონს ესა თუ ის გადამზიდი და ასევე თავისი მოწინააღმდეგენიც, რომლებიც აგინებენ, აფურთხებენ და ა.შ.
მე გასაოცარ მესამე კატეგორიას მივეკუთვნები, რომელიც თან ერთგული კლიენტია, მაგრამ ამავე დროს, იგინება, იფურთხება და ყოველ ჯერზე დედა”ლ”ს იფიცებს, რომ აღარასოდეს ისარგებლებს ამ კონკრეტული გადამზიდის მომსახურებით.
იმისათვის, რომ საბოლოოდ შევარჩიო, ვინ იქნება ჩემი მუდმივი გადამზიდი, გადავწყვიტე გამოვიკვლიო საფუძვლიანად, თუ რომელი გადამზიდის მუშაობა არის შედარებით ასატანი (და არავითარ შემთხვევაში კარგი, ვინაიდან კარგი გადამზიდი ბუნებაშi არ არსებობს).
ჩემი ექსპერიმენტი მდგომარეობდა შემდგომში:
ახალი წლის დღეებში გავაკეთე საკმაოდ სოლიდური შენაძენები ამერიკის სხვადასხვა ონლაინ მაღაზიებში და ნივთები დავაგზავნე ორ გადამზიდ კომპანიაში: BARAMI და USA2GEORGIA
ამანათები ორივე კომპანიაში, ჩემდა გასაოცრად, ერთსა და იმავე დღეს მივიდა: 31 დეკემბერს.
მოდი, დეტალურად განვიხილოთ თითოეული კომპანიის მომსახურების შედეგები:
USA2GEORGIA vs BARAMI
(შავად არის USA2GEORGIA წითლად – BARAMI)
წვრილმან მსხვილმანი დეტალები
– გადამზიდს აქვს ძალიან კარგად აწყობილი საიტი. ნებისმიერი დონის მომხმარებელი თავისუფლად შესძლებს ორიენტირის აღებას მათ ვებ გვერდზე. – მიუხედავად იმისა, რომ თითქოს დახვეწეს (თავიანთი ჭკუით) საიტი, ისეთი აბდაუბდაა, რომ არა ჩაიდნის რიგის მომხარებელსაც კი შესაძლოა გაუჭირდეს ორიენტირის აღება.
– ჩემი მისული ამანთის შესახებ საიტზე ინფორმაცია იმავე დღეს აისახა, ანუ 31 დეკემბერს. – 5 იანვარსაც რომ არ აისახა ჩემი ამანათ ავნერვიულდი.. დარეკვა ვცადე, მაგრამა უშედეგო ერთდღიანი მცდელობის შემდეგ მივადექი ოფისში, სადაც მითხრეს, რომ ტელეფონი გათიშულია და არ მუშაობს, ხოლო ამანათ მიღებულია, უბრალოდ რამოდენიმე დღეში აისახება, ვინაიდან დასვენების დღეები ქონდათ ამერიკაშიც და ვერ მოახერხეს.
– ამანათს მიღებისთანავე მომივიდა შეტყობინება იმეილზე. – ჩემი ფეხი. რაის იმეილი, ფიზიკურად ვერ დაუკავშირდები, შენი ინიციატივითაც. როდისღაც, როგორც იქნა აისახა ჩემი ამანათები.
– საიტზე არის დადებული ინფორმაცია ყველა რეისის შესახებ, რომელიც უნდა განხორციელდეს. შენს ამანათს აწერია, რომელ რეისზე მოხვდება, შესაბამისად, მაქსიმალურად საქმის კურსში ხარ. – მხოლოდ ოთხი ვარიანტია, ან აწერია ავენელი, ან ნიუ იორკი, ან ტრანზიტი ან თბილისი. დანარჩენი შენით უნდა იმკითხაო.
– ამანათის გამოგზავნისთანავე მივიღე შეტყობინება იმეილის საშუალებით. – საიტზე ამანათს დაეწერა Transit
– ამანათი ჩამოვიდა თუ არა, ისევ მივიღე ამის შესახებ შეტყობინება იმეილის მეშვეობით. – ამანათს ისევ Transit აწერია
– საიტზე შესაბამისად იყო ასახული ყველაფერი. – კე, ზეგე დილით
– ამანათი ჩამოვიდა ხუთშაბათს (14 იანვარი) და გაცემა დაიწყო პარასკევს. – ამანათი ჩამოვიდა იგივე რეისით, ანუ ხუთშაბათს, მივედი ბარამის ოფისში და მითხრეს, გაცემა ხვალიდან დაიწყებაო. – მიუხედავად იმისა, რომ ამ გადამზიდს აქვს სახლში მიტანის მომსახურება, მე სულმოკლე, ეგრევე გავქანდი გადამზიდ კომპანიაში ამანათის წამოსაღებად. – მივედი ხვალ, ანუ პარასკევს, კარები დაკეტილი დამხვდა და როგორღაც გავარკვიე, რომ თურმე შაბათს დაიწყებენ გაცემას, ვერ დავალაგეთ ჯერ ამანათებიო.
– გადამზიდის ოფისი მდგებარეობს მიცკევიჩის ქუჩაზე. ოფისი ძალიან კარგად არის მოწყობილი. დამხვდა რიგი. რიგი სამ ზოლში იყო, სამი მომსახურე პერსონალის შესაბამისად. რიგი ძალიან მალე გავიდა. – ოფისი მდებარეობს წინამძღვრიშვილზე, საკმაოდ მიუდგომელ ადგილას. დამხვდა პატარა რიგი, რომელიც არ თავდებოდა.. იზრდებოდა და იზრდებოდა… ოფისი ძალიან უსახური და დახუთულია. ხშირად დგას ცუდი სუნი.
– მომსახურე პერსონალი არის ლამაზად ჩაცმული, მოწესრიგებული და საკმაოდ პროფესიონალი. (ეგეთ ვიდზე არიან, ყოველ შემთხვევაში). – მომსახურე პერსონალი გუშინ ჩამოვიდა სოფლიდან და თუ თრექინგის ძიება გინდა შენი სახელით და გვარით ეს არ შეუძლიათ იმ მარტივი მიზეზით, რომ კლავიატურაზე ვერ პოულობენ ასოებს….
ტრანსპორტირების გადახდის პროცედურა:
ამანათის ჩამოსვლისას, მეილზე შეტყობინებასთან ერთად იღებ ინვოისს (ეს ინვოისი ხელმისაწვდომია ასევე სატზე). ინვოისში მითითებული თანხის გადახდა შესაძლებელი სხვადასხვა გზებით, თუმცა, ყველაზე მოსახერხებელი (რომლითაც მე ვისარგებლე) ეს არის TBC PAY. მიდიხარ ამ სწრაფი გადახდის აპარატთან. შედიხარ ამ გადამზიდის განყოფილებაშ და უმტკივნეულოდ, რამოდენიმე ლარის აპარატი შეცურებით იხდი თანხას, რომელიც ეგრევე აისახება შენს ანგარიშზე მოცემულ გადამზიდთან.
როდესაც ამანათ აისახება საიტზე, გვერდით უწერია თანხა მინუსში, რომელიც უნდა გადაიხადო ბაზის ბანკში, რომელსაც შეზღუდული რაოდენობის ფილიალები აქვს და მხოლოდ მაშინ შემიძლია გადახდა, თუ სამსახურიდან გავძვერი შესვენებაზე, ან თუ შაბათს მოვიცალე. გადახდა, რომელიც განვახორციელე პარასკევს, 15 იანვარს, ჯერ კიდევ არ ასახულა საიტზე. გადახდის მეორე ვარიანტია Google Check Out, რომლითაც სარგებლობისას, წინა შეკვეთაზე, ორი კვირა დამჭირდა ამერიკაში რეკვა და ყველანაირი ტრანზაქციის დამადასტურებელი საბუთების გზავნა (ბანკის ამონაწერი, გუგლის ფიდბექი), რომ აესახათ გადახდილი თანხა და გამოეგზავნათ ჩემი ემუს ჩექმები.
ამანათის გაცემის პროცედურა:
რიგს ემსახურება სამი პერსონალი. იღებენ მხოლოდ ერთი ადამიანის ქვითარს. იქვე არის გაკეთებული პატარა ფანჯარა, სადაც ხდება შენი ქვითრის გადაწოდება და ზუსტად 5 წუთში, შენი ამანათები გამოდის იმ ფანჯრიდან. უფრო კონკრეტულად:
მოვიდა ჩემი რიგი მალე, მივაწოდე ქვითრები, ქვითრები მომსახურე გოგომ დაარეგისტრირა კომპიუტერში და გადააწოდა საწყობს პატარა ფანჯრიდან, სანამ დააქსეროქსა ჩემი პირადობის მოწმობა, ჩემი ამანათებიც გამოვიდა. ვერ იპვეს ერთი ამანათი, მაგრამ, რიგი რომ არ გაჭედილიყო, ნაპოვნი სამი ამანათი ავიღე და გადავედი სხვა მაგიდასთან. ეს მაგიდა განეკუთვნება გაუთვალისწინებელი პრობლემების მოგვარებას (ჩემი ინტერპრეტაციით). ამ მაგიდასთან დამხვდა ბიჭი, რომელმაც მოისმინა ჩემი პრობლემა. მან ამიხსნა, რომ შესაძლოა რაღაც შეცდომით დაწერეს ჩემი თრექინგ კოდი, რის გამოც გაძნელდა ამანათს მონახვა და მირჩია სახლში წასვლა და ამანათს დალოდება. მე გავფრიკე ეგრევე (მერლინ მონროს პარიკი იყო ეს ამანათი). ნუ კარგიო მაშინო, დაუძახა “ჯეკს” (ჯეკი მაგრია, მოუძებნელი ამანათების მოძებნა ეხერხება თურმე). ჯეკი შევიდა საწყობში და გამომიტანა ჩემი ამანათი. ჩავალაგე ყველაფერი პარკში და ბედნიერი წამოვედი სახლში.
ამ კონკრეტულ შეკვეთაზე, აი ლოვდ უსა2ჯორჯია.
როცა მივედი შაბათს ბარამში, რიგირ პატარა იყო. ჩავდექი რიგში. როგორც იქნა მოვახერხე და დაახლოებით 4 სხვა კლიენტთან ერთად გადავაწოდე ჩემი ქვითარი. ჩვენი ქვითრები აიღო მომსახურე პერსონალმა და ჩაიტანა ქვევით (ეს ქვევით არის შავი ხვრელი, სადაც იკარგება ქვითრები და ადამიანები და აღარ ამოდიან!). ის კლიენტები, რომეთა ქვითრებიც ჩემებთან ერთად ჩავიდა გაისტუმრეს. ასევე გაისტუმრეს სხვა ძააალიან ბევრი ჩემს შემდეგ მოსული კლიენტი და ბოლოს, სიგარეტზე რომ გავედი გარეთ და რიგის ბოლოში, ქუჩაში მდგომი გიო რომ ვნახე და მერე ეს გიოც რომ თავის ამანათიანა წავიდა და რომ მივხვდი, რომ უკვე 1.45 წუთი ვუცდიდი ჩემი შავ ხვრელში დაკარგული ქვითრის ამბავს გავფრიკე! საბოლოოდ გამოტყდნენ, რომ ჩემს ერთ ამანათს ვერ პოულობდნენ. ამოვატანინე ნაპოვნი 3 ამანათი. ჩაიწერეს ჩემი ტელეფონი. ჩავიწერე ასევე მათი პირადი ტელეფონი. მივიღე დაპირება, რომ როცა ამანათები შეცოტავდებოდა სახელით და გვარით მოძებნიდნენ ჩემსას და საღამოს დამირეკავდნენ. რა თქმა უნდა არ დარეკეს. კვირას არ მუშაობდნენ. ორშაბათს დავრეკე და უიო… ვერ ვიპოვეთო და ამერიკაში გავარკვევთ, იქ ხომ არ დარჩა ნეტაო… თუ იქაც ვერ ნახეს, მაშინ აგინაზღაურებთო… საუბარია ჩანთაზე, რომელსაც ერთი წელი ვუსატკავებდი, რომ ფასი დაკლებოდა და მეყიდა!!! მთელი ერთი წელი!!! როგორც იქნა ვიყიდე, თან ბოლო ვიყიდე.. აღარ არის მეტი! გუშინ ჩემით გავაგზავნე წერილი ამერიკის ბარამაში… ეჭვი მაქვს, ესენი არ დაეკონტაქტბიან!.. ვნახოთ, ხვალ თუ არ მივიღე პასუხი, ისევ და ისევ დავრეკავ…
პ.ს. usa2georgia ყოველთვის მიგზავნის საინფორმაციო და მოსალოც მეილებს.
ესეც ჩემი პირველი ექსპერიმენტი ბოლო ონალაინ შენაძენებზე….
ამ ექსპერიმენტიდან გამოვიტანე შემდეგი დასკვნა: ცხოვრებაში მართლა აღარასოდეს ვისარგებლებ ბარამის უნიათო მომსახურებით. ახლა გზაშია ერთი ლეპტოპის ჩანთა და ეგ არის უკანასკნელი ნივთი, რომელიც ჩემს სახელზე მივა ბარამში.
შემდეგი ჩემი ექსპერიმენტი შეეხება USA2Georgia vs Logix
და გაგრძელდება ასე მანამ, სანამ არ ვიპოვი შედარებით დამაკმაყოფილებელ გადამზიდს.
მე ვატარებ ახლა სწორედ ლოჯიქს ვ. უსა2ჯორჯიას
დავწერ შედეგებს. შენიც მაინტერესებს ძალიან
ბარამით ერთხელ ვისარგებლე ამ წელიწადში და მანდ ჩემი ფეხი აღარ იქნება…
არც ბარამით მისარგებლია და არც უსა2ჯორჯიათი.
სულ ლოჯიქსს ჩამოაქვს ჩემთვის ყველაფერი და ერთი პატარა პრეტენზიაც კი არ მაქვს მათთან არაფერზე.
რაღაც რეკლამასავით გამომდის, მაგრამ სრული სიმართლეა
მე ლოჯიქსისკენ ვარ 😀
ექსპერიმენტები არ ჩამიტარებია, მაგრამ გამოკითხვა ჩავატარე გადამზიდების მომხმარებლებს შორის.
ჩემი გამოცდილება:
1. ვაკეთებ შეკვეთას, ვწერ ლოჯიქსს მონაცემებს, იმავე დღეს მპასუხობენ და მიხდიან მადლობას(თუ დღესასწაულია, მილოცავენ)
2. თუ რამე შეკითხვა მაქვს, ვსვამ ფორუმზე ან მეილზე, იმავე დღეს ამომწურავ და ზრილობიან პასუხს ვიღებ.
3. ტვირთის გამომგზავრებს არასოდეს დაუგვიანია (3 ჯერ ვისარგებე სულ)
4. გამომგზავრების დღეს სმს ით მწერენ, რომ წამოვიდა და ბანკის რეკვიზიტებს, შესატან თანხას და თრექინგის ნომერს)
5. ტვირთი მოდის ხუთშაბათობით, სამშაბათს უკვე სახლში მოაქვთ. (წინასწარ რეკავენ) ხელს ვაწერ მიღებაზე და ამით ამოიწურება ოფიციალური ცერემონიები.
ჰმ, რაც ჩამომიტანია, ყველაფერი ლოჯიქსით 🙂 საბედნიეროდ, ბარამით არასოდეს მისარგებლია )
მაინტერესებს შენი და სვითის ექსპერიმენტები რა შედეგებით დამთავრდება )
UPS ყველაზე კაი კომპანია მგონია 😀 ჯერ იმიტომ რომ ყოველთვის სახლში მოაქვთ და ყოველთვის დათქმულ დროს და მერე იმიტომ რომ მათი მანქანა ყოველთვის მარჯვნივ უხვევს 😀 ანუ ისე ადგენენ მარშრუტს რომ მხოლოდ მარჯვნივ იარონ 😀 სტილი აქვთ ასეთი 😀
მე რატომ არ მილოცავს ლოჯიქსი დღესასწაულებს? 😦
მაგარი შეფასებაა რაც მთავარია ობიექტური 🙂
არადა ბარამის კლიენტი ვიყავი 3 წელზე მეტი.
ჩემი პრიორიტეტები ასეა:
USA2,
Logix
და არასოდეს ბარამი !
Logix-ზე ფასი და tax-ი მიტეხავს.
და ნუ ცოტა საიტის და სერვისის ავტომატიზაციაც არ აწყენდათ იმჰო.
koveltvis baramit vsargeblobdi da arasodes daugalatebivar, sakmaod dviredgirebul nivtebs vicer da ufasod sul ramdenime cutshi mibechdaven deklaracias da arachveulebrivad memsaxurebian. am gadamzidavis mimart madlobis meti araferi metkmis.
arc tu ise didi xania baramis sashualebit korporatiuli tvirti chamomaqvs, arasdros shemqmnia raime dabrkoleba, piriqit dalian scrafad ufasod mibechdaven deklaracias da imeve dges operatiulad tvirti chems sackobshia.
აუ არადა კოპარტთან დილერი კომპანია ერთი ეგ არის და კიდეა სხვა მეორე მგონი ნაკლებად ცნობილი და ვითომ არ ღირს მაგათთან თანამშრომლობა?
ბარამ-ზე ვიძახი..
Firstly, academic effecyiveness does not alwys
result right into practical benefits.
There are things men and women can both do to reduce the appearance of cellulite or rid themselves of it all together.
You know what the saying goes, ‘Prevention is better than cure,’ and that
you can do with cellulite too. You may need to wear a compression garment, but can get back to routine the next day.
It’s an amazing paragraph for all the web visitors; they will obtain benefit from it
I am sure.
Best of all, some of these free games are outstandingly good –
even if your budget isn’t a concern, you should check these games out.
You may consider to play on non-public servers initially to observe in case
you like this computer gameand after that invest in original duplicate.
Before allowing any “M” rated games in your home, decide how old children can be before they play them.
Howdy! I could have sworn I’ve visited this blog before but after looking
at some of the posts I realized it’s new to me. Anyhow, I’m definitely delighted I found it
and I’ll be book-marking it and checking back frequently!