ეს ჩემი ბოლო პოსტია ამ ბლოგზე. ცოტა ხანში ყველაფერს ვშლი და ვაუქმებ.
დღეს ძალიან ცუდი დღე მაქვს. მორალურად გავნადგურდი. ცოტა ჩემი ბრალია. მგონი, დიდი ხნის წინ უნდა გამოვსულიყავი გულუბრყვილობის ეპოქიდან ამხელა ფილარმონია ქალი.
რა ხდება?
ალბათ, ჩემს მცირერიცხოვან მკითხველს ემახსოვრება ჩემი პოსტი BUSTED! რამოდენიმე დაინტერესდა კიდეც, როგორ განვითარდა მოვლენებიო.
დეტალებს აღარ ჩავუღრმავდები, უბრალოდ, არსებობენ ან ა)ბოროტი ადამიანები, ან ბ) ადამიანები, რომელთაც IQ კოეფიციენტი სამწუხაროდ არ ჰყოფნით, რომ განსაზღვრონ, სად, როდის და რა იტლიკინონ.
ჩემი შეცდომა იყო, რომ გულუბრყვილოდ ვწერე საკუთარ სამყაროსა და საკუთარ გრძნობებზე, საკუთარ ისტორიებზე… მავანნი კი, ჩემს საწინააღმდეგოდ იყენებდნენ ჩემს ნაწერებს. ასეთ რამეს ძალიან არ ველოდი. არც იმას ველოდი, რომ ასე უზომოდ განვიცდიდი ამ ფაქტს, ასე მეწყინებოდა, კიდევ მერამდენედ ადამიანის სიმდაბლის დანახვა.
ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით იმ რამოდენიმეს, ვინც, ალბათ, ინტერესით კითხულობდით ხოლმე ჩემს ბლოგს. მე მას ვეღარ გავაგრძელებ.
სხვა დროს და სხვა სივრცეში მე აუცილებლად მექნება ბლოგი, მხოლოდ, მარტო მე მეცოდინება, რომ მისი ავტორი ვარ. სხვაგვარად, ძალიან გულაცრუებული ვარ ადამიანებზე.
მშვიდობით.
თავი კი არ უნდა დაანებო დედა უნდა უტირო. შური იძიო და ისე წერო!
ეე კარგი რაა:/
მეც მქონდა დაახლოებით ასეთი შემთხვევა..ისეთმა წაიკითხა,ვისზეც მეწერა რაღაც ისეთი და დაიწყო უჟასები:/ შეიზლება შენი სიტუაცია გაცილებით რთულია, მაგრამ არ ღირს ბლოგი წაშალო მაგის გამო. ზა პრინციპ უნდა გქონდეს!
თინი, როცა ვწერ, ყოველთვის ვფიქრობ, ვინ წაიკითხავს არ ეწყინოს. იცი რამდენი რამის დაწერა მდომებია და უბრალოდ თავი შემიკავებია, იმის გამო, რომ არ მინდა ვინმეს გრძნობები დავაზიანო? ეს სულ სხვა საკითხია. შემოდიხარ ჩემს ბლოგზე (კი, ბლოგი იმისაა, რომ იკითხონ, იკითხონ სხვებმა), კითხულობ ჩემს ცხოვრებას და მერე მიდიხარ და ამას უთარგმნი იმას, ვინც ვიცოდი, რომ თავისით ვერასოდეს წაიკითხავდა ჩემს ბლოგს. აქ არის კდევ ერთი ნო.. თვითონ რომ შეეძლოს წაკითხვა, იქ სხვა პოსტებსაც გადაავლებდა თვალს და ისიც კარგად ეცოდინებოდა ვინ და რა ვარ… აქ კი “ენა” “მიუტანეს”, ეს კი სულ, სულ სხვანაირად აღიქმება…
უჟას..
საშინელებაა..
უზომოდ მტკივა გული მომხდურზე.
კიდევ უფრო მეტად გული მწყდება ჩემს მწვანე ნავსაყუდელზე, რომელიც, ასე თუ ისე, ხომ ჩემი ნაწილიც არის… მიჭირს შელევა, მაგრამ აღარ მიდნა, გული ამიცრუვდა.
ზუუსტად მასე მომივიდა:))თორემ 100%-იანი ვიყავი დარწმუნებული, რომ ვისზეც ვწერდი ის არ კითხულობდა ჩემს ბლოგს. ზატო ერთი საერთო ნაცნობი კითხულობს))
ხო,მესმის..გულის აცრუება გაგივლის,დამიჯერე. მეც ვიყავი მასე,წერა აღარ მინდოდა ვაბშე,მაგრამ გაგივლის რა..და რომ გაგივლის, იმ დროისთვის რომ წაშლილი გქონდეს ბლოგი,ძაან ცუდ ხასიათზე დადგები
თუ მაინცდამაინც, პროსტა პრივატი გახადე, ანუ არავის რომ არ შეეძლოს შესვლა და თუ როდისმე გაგივლის- გახსნი:)წაშლა არასწორი საქციელი იქნება:))
სამწუხაროა… კარგი ხარ ( :
ნანუ, არც იფიქრო ბლოგის გაუქმება. იმ ადამიანს უბრალოდ შენი შურს და ალბათ დიდი ხანია ჩასაფრებულია, სხვა ხერხით მაინც მოინდომებდა შენი სახელის გაფუჭებას.
ვიცი ეს ბლოგი რამდენს ნიშნავს შენთვის. უბრალოდ მეც რამდენი ხანია უკვე ვკითხულობ და ძალიან დამწყდება გული რომ გააუქმო.
შენ თუ ამას გააკეთებ, ჩათვალე იმ ბოროტმა ადამიანმა შენზე გაიმარჯვა.
ოჰ, ნეტავ აქ დამისვას ახლა ვინმემ ეგ ადამიანი, ნახე რას ვუზამდი.
ალბათ ამასაც წაიკითხავს, ხოდა უნდა იცოდეს რომ საშინლად ამაზრზენია რაც ჩაიდინა და უნდა რცხვენოდეს!!!
(თუმცა მეეჭვება სინდისის მაგვარი რაიმე გააჩნდეს)
ნანუ, რას ამბობ, არც იფიქრო მსგავსი სისულელის გაკეთება, იყავი ძლიერი და დედა უტირე იმ ადამიანს სხვნარად. რატომ უნდა შეცვალო ვიღაცეების გამო შენი ცხოვრება? იმსახურებენ?
ამიტომ ვცდილობ ინკოგნიტოდ დარჩენას ინტერნეტსივრცეში. მეზიზღება ეგეთი ხალხი რა
იიცი ვინც გააკეთა? თავი უდნა წააძრო :@
ბლოგი არ გააუქმო, ჯინაზე
ზოგჯერ დაბრკოლება და წინააღმდეგობა კიბის მომდევნო საფეხურია!
მე პატივს ვცემ შენს გადაწყვეტილებას, მაგრამ გთხოვ, არ გააკეთო ეს, რადგან არიან მკითხველები, რომლებსაც უყვარხარ.
არ გააუქმო ბლოგი არავითარ შემთხვევაში!!! ის ადამიანი ვინც ეგეთი საზიზღრობა გააკეთა თავს გამარჯვებულად იგრძნობს, რომ მის გამო ბლოგი წაშალე. ვიცი გაბზრაებული ხარ მაგრამ დაუმტკიცე რომ ეგრე არაა საქმე.
ცუდია, რა შურიანი ადამიანი ყოფილა და რა მოიგო ნეტა ამით?
არ გააუქმო, საინტერესოდ და კარგად წერ…
ყველას ძალიან დიდ მადლობას გიხდით თანადგომისათვის.
რაც შეეხება საკითხს:
არანაირი შურისძიება. რა სისულელეა. მე მაინც იმ პოზიციაზე ვარ და მირჩევნია დავიჯერო, რომ წინდაუხედაობით მოუვიდა მსგავსი შეცდომა. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, მე მაინც დავზარალდი.
იმედი მაქვს გაიაზრებს თავის შეცდომას და სხვა დროს მართლა ბევრს იფიქრებს, რის ხარჯზე ”იწერს ქულებს”.
ბლოგი უქმდება.
როგორც ვთქვი, სხვა დროს, სხვა სივრცეში ჩვენ აუცილებლად შევხვდებით 🙂
ალბათ გაგიკვირდება ამას რაღა უნდა მაგრამ გეტყვი რომ ჩუმჩუმად ვკითხულობდი ხოლმე შენს ბლოგს და ცოტა არ იყოს და მეწყინა რომ უქმდება აქაურობა… ხოდა ერთადერთი რამე რაც შემიძლია შემოგთავაზო ახმარების პონტში ის არის რომ როცა აუცილებელი რამე გექნება დასაპოსტი შემიძლია გათხოვო ხოლმე ჩემი ბლოგი :))) :მოკრძალებულისმაილი:
ნანუკაა, ხომ იცი როგორ მიყვარხარ, მაგრამ რამოდენიმე კითხვა დამებადა:
1) ავად ვარ ვკვდების მეორე დღეს სამსახურში სხვა ფერის თმით მისულს მამაზეციერა რა ხასიათზე დაგხვდებოდა?
2) მამაზეციერას შენ თვითონ რად არ დაურეკე?
გული მწყდება ამ ბლოგის გაუქმებაზე, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და მინდა რომ ცხოვრების გზაზე შენნაირი მეგობარი არ დავკარგო.
ბლოგურად ადგემშვიდობები და ცოტა ხანში დაგირეკავ 😉
არ დაღონდე
მეც დამემართა ასე და არაერთხელ თანაც,,
მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ წავშალო ჩემი ბლოგი..
ასე რომ…
imdeni rame miweria is kvelaferi rom chems sawinaagmdegod gamoikenon sheudzliat gamanadguron..
shemeshinda cota ar ikos axla amis wakitxvis mere..
ar gaauqmo arafriT ,ubralod privati gaxade marTla.
შენი ბლოგის ერთგული მითხველი ვარ და ერთი დეგენერატი ამფიბიის გამო მე და ჩემნაირ ბევრს ნუ გვაწყენინებ და ისევ ისე გულახდილად განაგრძე წერა, ან პაბლიქი აღარ გახადო შენი ბლოგი, რა საშინელებაა 😐 დღეს მეც ბოროტ ადამიანთან მომიწია კამათი და დავითრგუნე, შემოვედი და შენც მსგავს სიტუაციაში ხარ, თუმცა მე შენს ადგილას არ დავხურავდი ბლოგს და ამას ჩემივე სასარგებლოდ გამოვიყენებდი.. პახაბნ ჭორიან ხალხს შეეშვი, დასცინე და გაატარე.. მარტალია პრობლემები შეგექმნა მარა მაინც..
თუ გეწერინება, წერე და ნუ იფიქრებ იმაზე, ვინ წაიკითხავს. საერთოდ, ბლოგი უფრო იმისთვისაა, რომ შენი ხუშტურები წერო, რაც გინდა და რაზეც გინდა. Hope you’ll be back!
😦
საყვარელი მწვანე ოთახი 🙂
დაბრუნდება ეს ბლოგი. მანამდე შემოვალთ ხოლმე 🙂
დამაკლდება ნამდვილად :((
amitomac me makvs axali blogi 🙂 da sul ar magelvebs rom “popularobit ar sargeblobs”. mirchevnia chemtvis tavisuflad vcero, vidre shevizgudo sxvadasxva nacnobi mkitxvelebis komentarebit 🙂
სამწუხაროა ამხელა პაუზა…..
იცი…. შეგეძლო გაგეგრძელებია….. არ მიგეგდო აქაურობა პირზე სკოჩმიკრული ადამიანივით… ამის შესაძლებლობა არსებობდა…
მე ახალ პოსტს ველოდები და მინდა მივიღო…ძალიან მინდა….
yvela blogi tyuilia tu chans sheni vinaoba…
თითქმის ერთი წელი გავიდა. :((
წერე რა.
არ გიცნობ, მაგრამ მაინც გეტყვი, რომ ეს არ უნდა გექნა… ამით აჩვენებ შენს სისუსტეს და ადამიანები და ცუდი ადამიანები ამით სარგებლობენ. პირიქით უნდა გაგეკეტებინა, არაფერი უნდა წაგეშალა და ყოფილიყავი ძლიერი
რატო მიდიხარ =[
წარმატებები :*
magrad mitydeba rom midixar magram warmatebebi
2 წელი გავიდა 😦
Just desire to say your article is as astonishing. The clearness to your
submit is just spectacular and that i can think you are a
professional in this subject. Well together with your permission let me
to clutch your RSS feed to stay up to date with drawing close post.
Thank you one million and please carry on the enjoyable work.