Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

My Shopping Bag

როგორც დანარჩენ ქალთა 99.99% ვარ შოპომანიაკი. ვინაიდან წინა პოსტი დავუთმე ჩემს პრობლემებს გადამზიდ კომპანიებთან, ამ პოსტით სიამოვნებით გაგიზიარებთ იმ დადებით მხარეებს, რომელიც ონლაინ შოპინგს ახლავს თან 🙂

ზედმეტი ლაპარაკით არ მოგაბეზრებთ თავს, უბრალოდ დავდებ შემი ბოლო შენაძენების ფოტოებს, რომლებსაც სულმოუთქმელად ველი …

ჩემი 15.6″-იანი ლეპტოპის ჩანთა.  www.amazon.com 25.95$

პატარა და საყვარელი ლაკის პატარა ჩანთა (Clutch) www.amazon.com 5.25$ მეორე პაწუკა ჩანთა საზაფხულოდ… www.amazon.com 5.95$აი, ამ ჩანთას ყველაზე სულმოუთქმელად ველი www.forever21.com 17.80$

შარვალი. პირველი შარვალი, რომელსაც ონლაინ ვყიდულობ და გული მისკდება

www.forever21.com 24.80$

ინვიქტას საათი ბრილიანტებით… მნიამ www.amazon.com 120$

თმის აქსესუარი www.forever21.com 5.80$

ჯესიკა სიმპსონის ფეხსაცმელი www.amazon.com 40$

და ბოლოს.. ჩანთა, რომელიც ბარამმა დამიკარგა, მაგრამ იმედი გაჩნდა, რომ ჯერ კიდევ ვიპოვი…

www.amazon.com 45$

Advertisements

ამ ბოლო დროს ძალაინ აქტიური ონლაინ შოპერი გავხდი. საცვალის ყიდვაც კი აღარ მინდა თბილისში. დანარჩენი ონლაინ შოპერები დამეთანხმებიან, რომ სასურველი ამანათის მოლოდინით გამოწვეული სასიამოვნო ადრენალინის გვერდით არსებობს არასასიამოვნო დაბრკოლებებიც, რომელთაც ერთი სახელი აქვთ: წყეული გადამზიდი კომპანია!
ყველა გადამზიდ კომპანიას ჰყავს თავისი მუდმივი კლიენტურა, რომელსაც მოსწონს ესა თუ ის გადამზიდი და ასევე თავისი მოწინააღმდეგენიც, რომლებიც აგინებენ, აფურთხებენ და ა.შ.

მე გასაოცარ მესამე კატეგორიას მივეკუთვნები, რომელიც თან ერთგული კლიენტია, მაგრამ ამავე დროს, იგინება, იფურთხება და ყოველ ჯერზე დედა”ლ”ს იფიცებს, რომ აღარასოდეს ისარგებლებს ამ კონკრეტული გადამზიდის მომსახურებით.
იმისათვის, რომ საბოლოოდ შევარჩიო, ვინ იქნება ჩემი მუდმივი გადამზიდი, გადავწყვიტე გამოვიკვლიო საფუძვლიანად, თუ რომელი გადამზიდის მუშაობა არის შედარებით ასატანი (და არავითარ შემთხვევაში კარგი, ვინაიდან კარგი გადამზიდი ბუნებაშi არ არსებობს).

ჩემი ექსპერიმენტი მდგომარეობდა შემდგომში:

ახალი წლის დღეებში გავაკეთე საკმაოდ სოლიდური შენაძენები ამერიკის სხვადასხვა ონლაინ მაღაზიებში და ნივთები დავაგზავნე ორ გადამზიდ კომპანიაში: BARAMI და  USA2GEORGIA

ამანათები ორივე კომპანიაში, ჩემდა გასაოცრად, ერთსა და იმავე დღეს მივიდა: 31 დეკემბერს.

მოდი, დეტალურად განვიხილოთ თითოეული კომპანიის მომსახურების შედეგები:

USA2GEORGIA vs BARAMI

(შავად არის USA2GEORGIA წითლად – BARAMI)

წვრილმან მსხვილმანი დეტალები

– გადამზიდს აქვს ძალიან კარგად აწყობილი საიტი. ნებისმიერი დონის მომხმარებელი თავისუფლად შესძლებს ორიენტირის აღებას მათ ვებ გვერდზე. – მიუხედავად იმისა, რომ თითქოს დახვეწეს (თავიანთი ჭკუით) საიტი, ისეთი აბდაუბდაა, რომ არა ჩაიდნის რიგის მომხარებელსაც კი შესაძლოა გაუჭირდეს ორიენტირის აღება.
– ჩემი მისული ამანთის შესახებ საიტზე ინფორმაცია იმავე დღეს აისახა, ანუ 31 დეკემბერს. – 5 იანვარსაც რომ არ აისახა ჩემი ამანათ ავნერვიულდი.. დარეკვა ვცადე, მაგრამა უშედეგო ერთდღიანი მცდელობის შემდეგ მივადექი ოფისში, სადაც მითხრეს, რომ ტელეფონი გათიშულია და არ მუშაობს, ხოლო ამანათ მიღებულია, უბრალოდ რამოდენიმე დღეში აისახება, ვინაიდან დასვენების დღეები ქონდათ ამერიკაშიც და ვერ მოახერხეს.
– ამანათს მიღებისთანავე მომივიდა შეტყობინება იმეილზე. – ჩემი ფეხი. რაის იმეილი, ფიზიკურად ვერ დაუკავშირდები, შენი ინიციატივითაც. როდისღაც, როგორც იქნა აისახა ჩემი ამანათები.
– საიტზე არის დადებული ინფორმაცია ყველა რეისის შესახებ, რომელიც უნდა განხორციელდეს. შენს ამანათს აწერია, რომელ რეისზე მოხვდება, შესაბამისად, მაქსიმალურად საქმის კურსში ხარ. – მხოლოდ ოთხი ვარიანტია, ან აწერია ავენელი, ან ნიუ იორკი, ან ტრანზიტი ან თბილისი. დანარჩენი შენით უნდა იმკითხაო.
– ამანათის გამოგზავნისთანავე მივიღე შეტყობინება იმეილის საშუალებით. – საიტზე ამანათს დაეწერა Transit
– ამანათი ჩამოვიდა თუ არა, ისევ მივიღე ამის შესახებ შეტყობინება იმეილის მეშვეობით. – ამანათს ისევ Transit აწერია
– საიტზე შესაბამისად იყო ასახული ყველაფერი. – კე, ზეგე დილით
– ამანათი ჩამოვიდა ხუთშაბათს (14 იანვარი) და გაცემა დაიწყო პარასკევს. – ამანათი ჩამოვიდა იგივე რეისით, ანუ ხუთშაბათს, მივედი ბარამის ოფისში და მითხრეს, გაცემა ხვალიდან დაიწყებაო. – მიუხედავად იმისა, რომ ამ გადამზიდს აქვს სახლში მიტანის მომსახურება, მე სულმოკლე, ეგრევე გავქანდი გადამზიდ კომპანიაში ამანათის წამოსაღებად. – მივედი ხვალ, ანუ პარასკევს, კარები დაკეტილი დამხვდა და როგორღაც გავარკვიე, რომ თურმე შაბათს დაიწყებენ გაცემას, ვერ დავალაგეთ ჯერ ამანათებიო.
– გადამზიდის ოფისი მდგებარეობს მიცკევიჩის ქუჩაზე. ოფისი ძალიან კარგად არის მოწყობილი. დამხვდა რიგი. რიგი სამ ზოლში იყო, სამი მომსახურე პერსონალის შესაბამისად. რიგი ძალიან მალე გავიდა. – ოფისი მდებარეობს წინამძღვრიშვილზე, საკმაოდ მიუდგომელ ადგილას. დამხვდა პატარა რიგი, რომელიც არ თავდებოდა.. იზრდებოდა და იზრდებოდა… ოფისი ძალიან უსახური და დახუთულია. ხშირად დგას ცუდი სუნი.
– მომსახურე პერსონალი არის ლამაზად ჩაცმული, მოწესრიგებული და საკმაოდ პროფესიონალი. (ეგეთ ვიდზე არიან, ყოველ შემთხვევაში). – მომსახურე პერსონალი გუშინ ჩამოვიდა სოფლიდან და თუ თრექინგის ძიება გინდა შენი სახელით და გვარით ეს არ შეუძლიათ იმ მარტივი მიზეზით, რომ კლავიატურაზე ვერ პოულობენ ასოებს….

ტრანსპორტირების გადახდის პროცედურა:

ამანათის ჩამოსვლისას, მეილზე შეტყობინებასთან ერთად იღებ ინვოისს (ეს ინვოისი ხელმისაწვდომია ასევე სატზე). ინვოისში მითითებული თანხის გადახდა შესაძლებელი სხვადასხვა გზებით, თუმცა, ყველაზე მოსახერხებელი (რომლითაც მე ვისარგებლე) ეს არის TBC PAY. მიდიხარ ამ სწრაფი გადახდის აპარატთან. შედიხარ ამ გადამზიდის განყოფილებაშ და უმტკივნეულოდ, რამოდენიმე ლარის აპარატი შეცურებით იხდი თანხას, რომელიც ეგრევე აისახება შენს ანგარიშზე მოცემულ გადამზიდთან.

როდესაც ამანათ აისახება საიტზე, გვერდით უწერია თანხა მინუსში, რომელიც უნდა გადაიხადო ბაზის ბანკში, რომელსაც შეზღუდული რაოდენობის ფილიალები აქვს და მხოლოდ მაშინ შემიძლია გადახდა, თუ სამსახურიდან გავძვერი შესვენებაზე, ან თუ შაბათს მოვიცალე. გადახდა, რომელიც განვახორციელე პარასკევს, 15 იანვარს, ჯერ კიდევ არ ასახულა საიტზე. გადახდის მეორე ვარიანტია Google Check Out, რომლითაც სარგებლობისას, წინა შეკვეთაზე, ორი კვირა დამჭირდა ამერიკაში რეკვა და ყველანაირი ტრანზაქციის დამადასტურებელი საბუთების გზავნა (ბანკის ამონაწერი, გუგლის ფიდბექი), რომ აესახათ გადახდილი თანხა და გამოეგზავნათ ჩემი ემუს ჩექმები.

ამანათის გაცემის პროცედურა:

რიგს ემსახურება სამი პერსონალი. იღებენ მხოლოდ ერთი ადამიანის ქვითარს. იქვე არის გაკეთებული პატარა ფანჯარა, სადაც ხდება შენი ქვითრის გადაწოდება და ზუსტად 5 წუთში, შენი ამანათები გამოდის იმ ფანჯრიდან. უფრო კონკრეტულად:
მოვიდა ჩემი რიგი მალე, მივაწოდე ქვითრები, ქვითრები მომსახურე გოგომ დაარეგისტრირა კომპიუტერში და გადააწოდა საწყობს პატარა ფანჯრიდან, სანამ დააქსეროქსა ჩემი პირადობის მოწმობა, ჩემი ამანათებიც გამოვიდა. ვერ იპვეს ერთი ამანათი, მაგრამ, რიგი რომ არ გაჭედილიყო, ნაპოვნი სამი ამანათი ავიღე და გადავედი სხვა მაგიდასთან. ეს მაგიდა განეკუთვნება გაუთვალისწინებელი პრობლემების მოგვარებას (ჩემი ინტერპრეტაციით). ამ მაგიდასთან დამხვდა ბიჭი, რომელმაც მოისმინა ჩემი პრობლემა. მან ამიხსნა, რომ შესაძლოა რაღაც შეცდომით დაწერეს ჩემი თრექინგ კოდი, რის გამოც გაძნელდა ამანათს მონახვა და მირჩია სახლში წასვლა და ამანათს დალოდება. მე გავფრიკე ეგრევე (მერლინ მონროს პარიკი იყო ეს ამანათი). ნუ კარგიო მაშინო, დაუძახა “ჯეკს” (ჯეკი მაგრია, მოუძებნელი ამანათების მოძებნა ეხერხება თურმე). ჯეკი შევიდა საწყობში და გამომიტანა ჩემი ამანათი. ჩავალაგე ყველაფერი პარკში და ბედნიერი წამოვედი სახლში.
ამ კონკრეტულ შეკვეთაზე, აი ლოვდ უსა2ჯორჯია.

როცა მივედი შაბათს ბარამში, რიგირ პატარა იყო. ჩავდექი რიგში. როგორც იქნა მოვახერხე და დაახლოებით 4 სხვა კლიენტთან ერთად გადავაწოდე ჩემი ქვითარი. ჩვენი ქვითრები აიღო მომსახურე პერსონალმა და ჩაიტანა ქვევით (ეს ქვევით არის შავი ხვრელი, სადაც იკარგება ქვითრები და ადამიანები და აღარ ამოდიან!). ის კლიენტები, რომეთა ქვითრებიც ჩემებთან ერთად ჩავიდა გაისტუმრეს. ასევე გაისტუმრეს სხვა ძააალიან ბევრი ჩემს შემდეგ მოსული კლიენტი და ბოლოს, სიგარეტზე რომ გავედი გარეთ და რიგის ბოლოში, ქუჩაში მდგომი გიო რომ ვნახე და მერე ეს გიოც რომ თავის ამანათიანა წავიდა და რომ მივხვდი, რომ უკვე 1.45 წუთი ვუცდიდი ჩემი შავ ხვრელში დაკარგული ქვითრის ამბავს გავფრიკე! საბოლოოდ გამოტყდნენ, რომ ჩემს ერთ ამანათს ვერ პოულობდნენ. ამოვატანინე ნაპოვნი 3 ამანათი. ჩაიწერეს ჩემი ტელეფონი. ჩავიწერე ასევე მათი პირადი ტელეფონი. მივიღე დაპირება, რომ როცა ამანათები შეცოტავდებოდა სახელით და გვარით მოძებნიდნენ ჩემსას და საღამოს დამირეკავდნენ. რა თქმა უნდა არ დარეკეს. კვირას არ მუშაობდნენ. ორშაბათს დავრეკე და უიო… ვერ ვიპოვეთო და ამერიკაში გავარკვევთ, იქ ხომ არ დარჩა ნეტაო… თუ იქაც ვერ ნახეს, მაშინ აგინაზღაურებთო… საუბარია ჩანთაზე, რომელსაც ერთი წელი ვუსატკავებდი, რომ ფასი დაკლებოდა და მეყიდა!!! მთელი ერთი წელი!!! როგორც იქნა ვიყიდე, თან ბოლო ვიყიდე.. აღარ არის მეტი! გუშინ ჩემით გავაგზავნე წერილი ამერიკის ბარამაში… ეჭვი მაქვს, ესენი არ დაეკონტაქტბიან!.. ვნახოთ, ხვალ თუ არ მივიღე პასუხი, ისევ და ისევ დავრეკავ…

პ.ს. usa2georgia ყოველთვის მიგზავნის საინფორმაციო და მოსალოც მეილებს.

ესეც ჩემი პირველი ექსპერიმენტი ბოლო ონალაინ შენაძენებზე….

ამ ექსპერიმენტიდან გამოვიტანე შემდეგი დასკვნა: ცხოვრებაში მართლა აღარასოდეს ვისარგებლებ ბარამის უნიათო მომსახურებით. ახლა გზაშია ერთი ლეპტოპის ჩანთა და ეგ არის უკანასკნელი ნივთი, რომელიც ჩემს სახელზე მივა ბარამში.

შემდეგი ჩემი ექსპერიმენტი შეეხება  USA2Georgia vs Logix

და გაგრძელდება ასე მანამ, სანამ არ ვიპოვი შედარებით დამაკმაყოფილებელ გადამზიდს.

UPDATE

მართალია, ჩემი ბოლო პოსტი, ასე ვთქვათ, ტრეილერი იყო ჩემი მომდევნო პოსტისა, რომელიც უნდა შეხებოდა ჩემს ბოლო გაუთხოვარ გაფართხალებას, კოვზი ნაცარში ჩამივარდა.
იმ საღამოს ძალიან ბევრი ფოტო გადავიღეთ და აუცილებლად მინდა ეგ ისტორია ფოტოებითურთ გაგიზიაროთ, ამიტომ, წესით მომდევნო პოსტი გადაიდო განუსაზღვრელი დროით, სანამ ნინი, ჩემი მეჯვარე არ მომიტანს ფოტოებს და ჩემს ფლეშკას! რომელზეც უნდა ჩაეწერა ის ფოტოები…
ვოტ…
ახლა კი, გავაგრძელებ ბლოგს ჩვეულ რეჟიმში..

ცნობისათვის, უახლოეს მომავალში დავწერ:
– უკანასკნელ გაფართხალებას, ანუ Girls Night
– დეტალურად განვიხილავ ქორწილის ტექნიკურ მხარეებს, ასე ვთქვათ, ფინანსურ აღრიცხვას ვაწარმოებ ქორწილისას, ვიცი, რომ ბევრს ეგ უფრო აინტერესებს – რა ჯდება ქორწილი, ვიდრე, რას გრძნობ საკუთარ ქორწილში, თუმცა, ბუნებრივია, ქორწილის დღის განცდებსაც ვერ ავუვლი გვერს.
ზი ენდ.

Coming Soon…

Ladies Night

DSC_0015

I HATE EXCEL!!!!

რაც ახალ სამუშაო პოზიციაზე გადმოვედი (დამაწინაურეს, თუ ამას ასე ქჰვია), სიზმრების ხილვა დავიწყე ექსელის ფორმატში!
დიდი არც არაფერი მაქვს ახლა დასაწერი, გარდა იმისა, რომ ბილ გეითსის დედის გაცნობის სურვილი მაქვს, თუ უკვე მკვდარია, ვეძებ მსურველებს, რომ მისი სული გამოვიძახოთ!
მეზიზღება უკვე ექსელი… თვალები დამეუჯრა მათემატიკის რვეულისამებრ… და საერთოდ!

აი ჰეით ექსელ ენდ აი ვანთ ით თუ დაიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!

computer-addict

პ.ს. აუ პატრიკ სუეიზი რატომ მოკვდაააააა

რყევამ გამაღვიძა, თუ საკუთარმა კივილმა აღარ მახსოვს… მახსოვს, როგორ დავემხე ზევიდან თიკოზე (ჩემი ბიძაშვილი, რომელსაც ჩემს გვერდით სძინავს, მისდა საუბედუროდ) და თან ვფართხალებდი, თითქოს თიკოში უნდა გავქცეულიყავი, მივმალულიყავი და თან დავხაოდი თავზე მთელი მონდომებით… მერე გამახსენდა და არკა! არკა! გავკიოდი და თან საყრდენი თაღისკენ გავრბოდი (კივილ-კივილით).

მოგვიანებით მთელი ოჯახი ჩემს ოთახში შევიკრიბეთ:

თიკო (ჩემი ბიძაშვილი): კაცო, ვერ გავიგე მე რა ხდებოდა, ეს ისე წამომახტა თავზე ვიფიქრე, ვინმემ, ან რამემ თუ შეაშინა და ვაწყნარებდი (მართლა მაწყნარებდა სიტყვიერად). მერე არკისკენ რომ გაიქცა, ვიფიქრე ეზოში გარბოდა, დიდი არკა რომ არის, ქე ვერ მივხვდი რა უნდოდა მარა გავყევი (მოქუთაისურო კილოთი).

რეალურად, თიკო ოთახის შუაში იდგა საცვალის ამარა და თვალებგაფართოებულს, რატომღაც, ჩემი გადასაფარებელი ეჭირა ხელში.

ბებიაჩემი (იმ მომენტისთვის ჰიჩკოკი): ახლა ქე რო იყო მიწისძვრა, ცოტა ხნის წინ, მაშინ კონტროლი თუ ვინცხა დადიოდა, შენობებს ამოწმებდა და ჩვენს კორპუსს მესამე კატეგორია მიანიჭეს, აპა (რატომღაც ნიშნისმოგებით)…. სარდაფში რაღაც არის გაღუნული….

დათუჩა (ჩემი ძმა): მე სულაც არ შემეშინდა… და საერთოდ, რისი გეშინიათ… აი მე ასე ვიზავ და ისე ვიზავ… ბეეე, ტუალეტში გამომყევი რა…

თამრიკიე (მეორე ბიძაშვილი): ვაიმე დედიკოოო (NO Comments)

რეი (ჩემი არაცხოველი ძაღლი): ჯერ კიდევ ვერ გაიგო ცოტა ხნის წინ რატომ დავრბოდი და ვხაოდი პირველყოფილივით, დაბორიალობს, საჭმელს ეძებს.

მე ბოლოს ჩაცმული ჩავწექი, ვაიდა განმეორებულიყო, ეგრევე უნდა მეპლიტა…
მეზიზღება მიწისძვრა, უზომოდ დაუცველად და უსუსურად ვგრძნობ თავს. თუმცა, ერთი კარგი მხარე აქვს, ვგიჟდები მიწისძვრის დამთავრების მერე აღელვებული საზოგადოება, უკვე მერამდენეჯერ, თავიდან რომ ჰყვება ყველა განვლილ მიწისძვრების ისტორიებს და ყოველ ჯერზე, ახალ ახალ ფერად და აქამდე უცნობ დეტალებს რომ ამატებენ ხოლმე თავიანთ ისტორიებს… ტიპა, მე როლიკებზე ვიდექი მაგ დროს და ისე გამაქანა, რომ სალტო გავაკეთე და ა.შ.

ასევე მშურს ჩემი რამოდენიმე ნაცნობის, რომლებმაც უბრალოდ ვერ გაიგეს.

აქვე დავამატებ ელემენტარულ თუთორიალს, თუ როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს (ვაკოპირებ http://www.planeta.ge-ს ფორუმიდან)

როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს


1. რყევებისას არ დავტოვოთ ბინა! იმიტომ რომ პირველი კიბეები ინგრევა ხოლმე2. დავდგეთ მზიდი კედლების ქვეშ(კარებთან)

3. თუ მაინც ჩასვლას გადაწყვეტთ არ ჩახვიდეთ ლიფტით, მარა თუ პანიკას ვერ გაუძელი და არიქა მაინც უნდა ჩავიდეო, ისევ კიბე ჯობია, იმიტო რო ლიფტი კიდე უფრო საშიშია

4. შეძლებისდაგვარად გადავკეტოთ გაზი და გამოვრთოთ დენი მთლიანად

5. თუ გარეთ ხართ…ეცადეთ იპოვოთ გაშლილი ადგილი,

6. თუ არ არის ასეთი ადგილი ეცადეთ ისეთი ადგილი იპოვოთ, სადაც ნამსხვრევები არ მოგხვდებათ…(შეიძLება ეს სავაჭრო ჯიხურიც კი იყოს!)

7. ასეთი სიტუაციებისთვის ყოველთვის გქონდეთ მომზადებული სპეციალური ჩანთა, სადაც გექნებათ წამლები და პიურველადი მოხმარების ნივტები, დრო რომ არ დაკარგოთ მათ შეგროვებაში!

9. დაჭრილებს აღმოუჩინეთ პირველადი დახმარება. ნომერი პირველი ამოცანა სისხლდენის შეჩერებაა!!!

10. დაელოდეთ ოფიციალურ წარმომადგენლებს!

მოკლედ, ძალიან მოკლედ რომ არ დავწერო ჩემი დღევანდელი გასტრონომიული შთაბეჭდილებები, ალბათ, მშვიდად ვერ დავიძინებ.

გონიოში მიმავლებს გული დაგვწყდა, რომ ქუთაისის გასასვლელთან ჯერ არ გვშიოდა. სამაგიეროდ, უკან მომავალ გზაზე, სპეციალურად ნახევრადმშივრები წამოვედით, რომ ”მამაქალაქის” შესასვლელთან მდებარე უკრაინული სამზარეულოს რესტორანში გვევახშმა. ჯერ კიდევ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ!

ეს მშვენიერი, მყუდრო და მეგობრული ატმოსფეროთი გაჯერებული სახლის ტიპის რესტორანი ქუთაისის შესასვლელში არის ხელმარჯვნივ. (ეს როცა დასავლეთიდან მოდიხარ და გასასვლელში, თუ თბილისიდან მიდიხარ).  რაღაც წყლის ავზი არის რკინის კონსტრუქციაზე მაღალზე და იმაზე აწერია უკრაინა, თუ არ ვცდები. შეუხვევ თუ არა ეზოში შეხვალ მანქანით ერთსართულიანი ხის სახლის წინ. აივნის ჯებირები ისეა მოხატული, რომ უცებ, მართლა გავიწყდება, რომ შავ ქუთაისში ხარ.

ეხლა კი მთავარი, ანუ რამაც გაოცებული დამტოვა.

შევუკვეთეთ:

– ბორში არაჟნით

– სალათი (ქათმით, კვერცხით, პომიდვრით, მაიონეზით, ზეთისხილით, სოკოთი და რავი მე კიდევ რა აღარ იყო)

– რაღაც საფირმო, ძალიან უცხო კოტლეტი (სამკუთხედის ფორმა ქონდა, თითქოს ვაფლს გავდა) ორი ცალი და გარნირად პიურე

– ქოთანში საქონლის ხორცი კარტოფილითა და სოკოთი

– ორი ბოთლი საფირმო მარკის ლუდი

– პური მოგვიტანეს შავი, თან რატომღაც ორი შავი აგურის პური იყო დაჭრილი.

საჭმელი იყო უუუუუუუუუგემრილესე და თან საკმაოდ დიდი პორციები (ნახევარი დავტოვეთ). ძალიან კმაყოფილებმა მოვითხოვეთ ანგარიში და მორალურადაც მოვემზადეთ. სასიამოვნო გარეგნობის მომსახურე პერსონალი რომ მოვიდა და საყვარელი აქცენტით გვითხრა ოცი, ორივემ მოხარშული თევზის თვალებით შევხედეთ და ალბათ პირებიც რომ დავაღეთ მერე უკვე თავის ენაზე გაგვიმეორა დვადცატოო… აქ კიდევ უფრო გაკვირვებულებმა მასთან ერთად გავიმეორეთ ეს ჯადოსნური ციფრი… სანამ 50-იანის ხურდად 30 ლარი არ მოვიდა, ვერადა ვერ ვუჯერებდი მხოლოდ ყურებს, რომ 20 ლარი დაჯდა ყველაფერი ის, რაც ზემოთ ჩამოვთვალე.

ასეთი რამ სადმე საქართველოში ან საერთოდ სადმე კიდევ თუ ხდებოდა არ მეგონა..

ყველას, ყველას, ყველას, ვისაც კი მოგიწევთ ქუთაისზე გავლა გირჩევთ, არ გამოტოვოთ ეგ მშვენიერი ადგილი!