Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for სექტემბერი, 2008

To be or Not to be …. a wife…

ახლაც ყურში მიწუის… სულ ტირის, ან მაინც და მაინც დღეს მოუნდა, მე რომ ვიყავი მისული. მოკლედ, ჩემი დაქალი ძალიან დიდი ხანია აღარ მინახავს. გავუარე ერთ კიდევ უფრო მივიწყებულს და ერთად წავედით მესამე ნახევრის სანახავად. ჩემი თიკა ძალიან სახასიათო ადამიანია, შეუძლებელია არ გიყვარდეს, იმდენად თბილი, გახსნილი და აი რაღაცნაირია რა.. გულუბრყვილო, საყვარლად გულუბრყვილო. მთელი სტუდენტობა ჩვენ სამს ერთად გვაქვს გატარებული. რა არ გადაგვხდენია, სად არ ვყოფილვართ… ტუალეტის ქაღალდიც კი ერთად გაგვიკიდია გარეთ გასაშრობად… რაც მთავარია, ასე ვთქვათ, გამოსულ გოგოებად ვითვლებოდით, ანუ არ ვიკლებდით არც ერთ კლუბს თუ ”ფეშენ ფართის”… რომ გეკითხათ, კოკო შანელს ვფსავდით.. ჩვენს შორის უფეშენებლურესი მაინც მესამე იყო, ვისთანაც დღეს მივედით.. მაგრამ სადღაა შენი 27 საუკუნის, მომავლის ქალი? ერთ დროს ანჟელინა ჟოლის რომ თვალებს უბნელებდა დღეს დამხვდა გაურკვეველი წარმომავლობის ფერის თმით, ასევე გაურკვეველი წარმომავლობის ზმანზე, ძირს ბავშვი დახოხავდა და თუ კავკაზუსის შნურს წაართმევდი ღნაოდა, არ წაართმევდი და ვაი და გადაეღრღნა.. ასეთ გარემოში გავატარე რამოდენიმე საათი. ახლა კი ვზივარ და ვფიქრობ, ეგ არის Being a wife????

ისედაც სერიოზული სქესობრივი კრიზისი მაქვს, კაცივით მეშინია სიტყვის ”ცოლი”, ამ დღის მერე კი….

ვსიო, ხვალ შემოვივლი ჩემს ორ სხვა დაქალს… ისინიც გათხოვილები არიან, იმათაც ბავშვები ყავთ, მაგრამ თმაც ნორმალური აქვთ და ბავშვებიც ჭიპლარის გახსნამდე არ ტირიან.

პ.ს. თი… ძალიან ძალიან მიყვარხარ 🙂 ესეც სიყვარულით სავსეა, რასაც ვწერ. მე ისევ ისეთი მინდა იყო, ყველა რომ შეგნატრიდა, სუპერ ქალი მინდა იყო ისევ! ვის არ ყოლია ბოვში და ვის არ ქონია ის კიდე… უჰ.

Read Full Post »

A La 30 Minute

მოკლედ, ზედმეტი მიდებ მოდების გარეშე დავწერ ჩემი 30 წუთიანი ”ხზ”-ს მომზადების საიდუმლოებას.

საჭირო ინგრედიენტები:

ქათმის ფილე, კონსერვირებული ქამა სოკო, სულგუნი, არაჟანი, მაიონეზი, ცოცხალი კიტრი, ჩვეულებრივი ხახვი,  მწვანე ხახვი, ნიორი, კამა, პილპილი, მარილი.

მომზადების წესი:

ქათმის ფილეს ვჭრით პატარა კუბიკებად, ვამარილ-ვაპილპიებთ, ვათავსებთ თუჯის ჭურჭელში, დავამატებთ ძაააააალიან ცოტა ზეთს და შემოვდგამთ საშუალო ცეცლზე თავდახურულ მდგომარეობაში. ის გაიკეთებს თავისებურ წვენს და ჩარბილდება.

მანამ, სანამ ფილე რბილდება და გემრიელდება მივხედოთ დანარჩენს. პატარად დაჭრილი სოკო მოვთუშოთ ხახვთან ერთად, ბოლოს შევურევთ დაჭყლეტილ ორ-სამ კბილ ნიორსა და ცოტა კამას.

ამასობაში ქათმის ფილე უკვე შერბილებული იქნება. გადავხადოთ თავი, რომ წვენი ოდნავ მოშრეს და შემდეგ დავუმატოთ რამოდენიმე (2.5-3) სუფრის კოვზი არაჟანი, გადავურიოთ და თავდახურული ნელ ცეცხლზე ვამყოფოთ სადღაც 5-7 წუთი.

შემდეგ მოვხდით თავს, ჩაშუშულ სოკოს ერთ ფენად მოვაყრით, შემდეგ მოვაყრით წვრილად დაჭრილ კიტრს, ხახვს, თავზე გადავუსმევთ მაიონეზს ისე, რომ გარკვეულწილად დაიფაროს.

ამის შემდეგ თავზე მოვაყრით ბლომად გახეხილ სულგუნს ისე, რომ სულ დაიფაროს ქვედა ინგრედიენტები. სილამაზისთვის ცოტა შემორჩენილ მწვანე ხახვსაც მოვაფჭხვნით, დავახურავთ თავს და დავტოვებთ ნელ ცეცხლზე სადღაც 10 წუთით.

ამის შემდგომ გამოვრთავთ. კარგი იქნება თუ გამზადებული გაქვს ბრინჯი, რომ მასთან ერთად მიირთვა. მნიამ. მე მომწონს და სიამოვნებითაც გეახელით, სულ რაღაც ამ პოსტის გაკეთებამდე ერთი წუთით ადრე 🙂

Read Full Post »

3:33

ნუ რა წესია არ მესმის რა! კარგ განწყობაზე მოვუჯექი, ვიფიქრე, აი, ახლა შევქმნი შედევრსთქო და… ისევ ეს წყეული წყვილი 3:33… ისიც მეყოფა, რომ კაციშვილი არ მოიძებნება ჩემი დამბანი! რა, თქვენ არ ყოფილხართ ეგრე?? არ მოგნატრებიათ ის დრო, როცა დედიკო შეგიყვანდა აბაზანაში, ნაზად გაგხეხავდა და თავსაც ისე დაგბანდა… უკან გადაწეულად, რომ თვალებში არ ჩაგივიდეს შამპუნი… აი სწორედ ეგ მინდა ახლა.. მაგრამ გარდა იმისა, რომ გავიზარდე და ასე ვთქვათ გავვირდი, დედაჩემი ახლა თავად იღებს აბაზანებს, მზის აბაზანებს. მე კი……

დილას გავიღვიძე, მთელი ღამე სიზმარში ჩაკუკულ ბავშვებს ვბანდი (დედური ინსტინქტი გამიგია, მაგრამ ასეთ ”იზვრაშშონი” ფორმას ლიტერატურაშიც კი არ წავწყდომილვარ), თან რატომღაც არ თავდებოდა ეს სუნიანი ბავშვები.. გავიღვიძე. ახლა სასოწარკვეთილმა დიასახლისმა წამოყო ჩემში თავი და მეც ვეკვეთე სამზარეულოს მაგრამ… სად არის ჩემი წინა ღამით სიმწრით მოგროვებული პროდუქტები?? ყოვლად უსარგებლო ბიძას და მის კიდევ უფრო უვარგისს ძმაკაცებს აღმოჩნდა, რომ წვეულება ქონდათ მთელი ღამე, მანამ სანამ მე სიზმარში თავგამოდებული ბავშვებს ვბანდი ტრაკებს! სასოწარკვეთილი დიასახლისი ეგრევე მიიცვალა და გადავიქეცი ფეთქებად დედაკაცად… ჰიდრავლიკაზე ამექოჩრა თმა, შემოვირტყი მარჯვე დოინჯი და ცოცხით ხელში ჩავუშხამე უვარგისს ვარგისიანი დილის ძილი! ჰო… მერე დავიწყე საჭმლის კეთება. ისე დავიწყე და ისე დავამთავრე, წარმოდგენა არ მქონდა რას ვაკეთებდი. საბოლოო ჯამში კმაყოფილი დავრჩი მეც და ჩემი ბიძაშვილიც. მერე საჭმელი საგულდაგულოდ გადავმალე! (ბიძაჩემმა რომ არ ჭამოს!). ახლა მოვლასლასდი აქ და ერთს ვითხოვ.. მასაჟი და კარგი ცხოვრება ხომ არ მითხოვია არა? გამიხეხოს ვინმემ აბაზანაში ზურგი რა იქნება??…

ეჰ.. წავედი მე. არავინ არის მაინც ჩემი დამბანი.

Read Full Post »

11:11

მარტო მე ვარ ნეტავ შეპყრობილი?? იყო პერიოდი, მაშინ ქართულში ვემზადებოდი, აბიტურიენტი ვიყავი. ვიღაცამ თქვა, ნერვოზიანებს სჩვევიათ ყველაფრის გადათვლაო. ბუნებრივია, დავინტერესტი… მომავალ ფსიქოლოგს როგორ არ უნდა მცოდნოდა რას განიცდიან დანერვოზებულნი, როცა გულის კანკალით ითვლიან უსარგებლოდ ნივთებს, ან ამბებს ან რავიცი… ეგებ ფიქრებსაც. მოკლედ, სამარშრუტო ტაქსიდან ინტერესით ვითვლიდი თითოეულ კორპუსში რამდენი სართული იყო და მერე ვყოფდი ორზე…

ახლა კი ჩემით გავხდი მგონი ფსიქოლოგის პაციენტი. ისევ ეს წყეული წყვილები ჩემს ცხოვრებაში. ვერ ვიტან, მზარავს, საშინელი შეგრძნებაა. დღის განმავლობაში შეიძლება ორჯერ შეხედო საათს და აუცილებლად იქნება დაწყვილებული… ერთი პერიოდი კომპიუტერიდან საათი საერთოდ გავაქრე და მხოლოდ ანალოგს ვხმარობდი.. მაგრამ ეს ციფრები რაღაცნაირად მაინც წყვილდებოდა. ახლა ისევ დაიწყო 😦 და ისევ მადარდებს 😦 ან მგონი იმდენად მადარდა რომ სულაც აღარ ვღელავ…

ეჰ… ეს ნატახტარის ლუდიც როგორ დასპირტეს.

Read Full Post »