არსებული დროის მონაცემებით, 14 წლის ასაკიდან მოყოლებული, მყავდა 1,2,3,4… N შეყვარებული (ვგულისხმობ ”ორმხრივ სიყვარულს”, პლატონური იდიოტიზმის ბაღის ასაკიდანვე არ მწამდა). მათგან, შედარებით სერიოზული ურთიერთობა მაკავშირებდა ორთან: ერთ-ერთი მეგონა ჩემი ქმარი იქნებოდა, მეორე კი თითქმის იყო (არ ვიცი აბა მასთან ერთ თვიან ვაი-თანაცხოვრებას რა დავარქვა). ყველა ჩემი ”კავშირები” გარკვეულწილად საინტერესო და მრავალფეროვანი იყო, საოცარი გამოცდილება დავაგროვე, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ჩემი პირველი კოცნა თარიღდება 2008 წლის 17 მაისით.
ეს არ იყო პეტერბურგში… უცნაური ამინდი იყო, დილიდან ცდილობდა, მადლიანი, მაგრამ ვერა და ვერ გამოიმეტა ერთი წვეთი წვიმაც. აბანოთ უბანში შევხვდით. მანქანა ქვევით დავტოვეთ და აღმართს ხელჩაკიდებულები ავუყევით. უკვე მერამდენე დღე, საათი და წუთი იყო გასული ჩვენი გაცნობიდან.. მთელი ცხოვრება, იმიტომ რომ მას შემდეგ, რაც თავი ქალად აღვიქვი, მე მას ვიცნობდი. ჯერ ჩემს სიზმრებში მოდიოდა ხოლმე 🙂 თეთრი რაშით არა, მაგრამ მაინც პრინცი იყო.. ცოტა მოზრდილობაში უკვე დღის სიზმრებს სტუმრობდა, ანუ ის იყო ჩემი გამოგონილი მამაკაცი, რომლის შექმნასაც ვცდილობდი ყველა მამრში, თუ კი ვინმე გადამყრია.. მოკლედ დავუბრუნდები ისევ 17-ს. ჩემს საყვარელ ადგილას მივიყვანე, ნარიყალის გალავანზე, ზიხარ წარსულის მუხტით გაჟღენთილ ქვაზე და წინ შენი საყვარელი ქალაქი სულ სხვა ფერებში იშლება. სულ მგონია, მაგ ადგილიდან ხელს რომ გაიწვდი, ნებისმიერ სახლს ”მოწყვიტავ”, როგორც სასურველ ვარსკვლავს, ღამის ქალაქიდან. ვისხედით, ლუდს მივირთმევდით და მიყვებოდა ათას საინტერესო ისტორიას. ძალიან მიყვარს მისი მოსმენა, რაღაც მედიტაციური ხმის ტემბრი აქვს ჩემთვის 🙂 … ის ლაპარაკობდა, მე ხან ვუსმენდი, ხან ვერეოდი მის საუბარში, მაგრამ ვიცი, მეც და ისიც სულ სხვა რამეზე ვფიქრობდით 🙂 (ახლაც მეღიმება). მერე ზუსტად ისე იყო, თინეიჯერებზე გათვლილ რომანტიულ მელოდრამებში რომ არის … ლაპარაკ-ლაპარაკში ჩვენი სახეები დაახლოვდა.. მისი სუნთქვის თბილ სიმძიმეს ჩემს ლოყასთან ვგრძნობდი.. მერე ტუჩები საამურად გათბა.. მერე მადლიანად გაწვიმდა და მეგონა, წვეთები ჩემს ლოყებზე ორთქლდებოდა. ეს ჩემი პირველი კოცნა იყო. მივხვდი, რომ მანამდე არავინ და არაფერი არსებობდა. . . ახლაც ყველაფერი ასეა ჩემს ცხოვრებაში, ყოველი მოვლენა და ყველა დღე პირველია და განუმეორებელი 🙂
ჰეჰე.. პირველი სექსიც გამახსენდა, მაგრამ ის რომანტიულ ჟანრზე მეტად სათავგადასავლო კომედიას შეესაბამება 🙂 სხვა დროს იყოს…
პ.ს. ძალიან მიყვარხარ!
🙂
magaria!!!
:2kiss:
da sul aset “Zalian miyvarxar”-ebs gisurvebt kovel dge da kovel cams.
Zalian magaria 😀 love 😀
მიყვარს ცხოვრებისეული ისტორიები,პირველი მართლაც დასამახსოვრებელია ყველაფერი : )
გავცვალოთ ლინკები : )
ლოლ ჩვენი კი 2008 წლის 18 მაისით თარიღდება
ერთი დღით დაგვასწარით
მეც უზომოდ მიყვარხარ ჩემო ყველავ!…..
შენ ხარ, ის, რასაც ველოდი ამდენი ხანი. ჩემი არსებობის აზრი და უერთგულესი მეგობარი!
მიყვარხარ!
მიყვარხარ!
გავიმეორებ ამ სიტყვებს და დაგიმტკიცებ, იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს ჩვენ ურთერთობას და თანაცხოვრბას დასჭირდება!
მიყვარხარ!
შენი კოტე…
კარგები ხართ :love:
wow
heh
arada
xo 🙂
e
მაგარი ხარ ნანუკა
.. kargi iyo, tbili.. 🙂
2009 clis 15 noembers iyo chemi 1 kocna: ) anu gushin: )) cvimac iyo tan iseti rom romantikastan axlos ar iyo: ))) magram mainc cvima iyooo: )) ooo ra kargi iyooo…rom maxsendeba jruanteli mivlis: )) tbili tbili tbili…. yvelaze kargi chemi dabneuli saxe iyo roca misgan camovedi.. gacherebaze videki da saxe migimoda… vigacam saati mkitxa me xurda gavucode…
iihaammm )) rrraaaaa kkkarrgiaa)) :PP
aravitari pirveli kocna:DD magram yovel shexvedrazee wvimaa <33 miikvars mee is )) wvimaa :DD